სტანდარტი
“ქვევრის ღვინის სტანდარტი” და მასთან დაკავშირებული სამუშაოები წარმოდგენილია ვებ-გვერდზე:
ყურძნის ეკოლოგიური გაშენება
ასოციაცია "ქვევრის ღვინო"-ს წევრები ვაზის ეკოლოგიური გაშენების პრაქტიკას ეწევიან, რასაც მოსდევს ყურძნის შემდგომი ეკოლოგიური გადამუშავება მისი საბოლოო პროდუქტის-ღვინის მიღებამდე. დღემდის
ასოციაციის მხოლოდ რამდენიმე წევრმა შესძლო საკუთარი შემოსავლიდან დაეფინანსებინა სერთიფიცირება.
ყურძნის კონტროლირებადი ეკოლოგიური გაშენება და მისი ღვინოდ გადამუშავება დარეგულირებულია ევროკავშირის დირექტივებით (EEC No.2092/91). მისი სერთიფიცირება საქართველოში შესაძლებელია
CAUCASCERT LtD-ის მიერ, ან სხვა, ევროკავშირის მიერ აკრედიტირებული სერთიფიკატორის მიერ.
CAUCASCERT LtD აკრედიტირებულ იქნა გერმანული სააკრედიტაციო და საკონტროლო სისტემის DAP-ის მიერ სერთიფიკატით
DAP-ZE-4226.02. ეს აკრედიტაცია ეფუძნება
ISO/IEC 65:1996-ს
მეღვინეების ტრენინგი
ტრენინგის პროგრამის შემუშავება ყურძნის კონტროლირებადი ეკოლოგიური გაშენებისა და გადამუშავებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის მიწასა“ (სოფელი არგოხი) და სერთიფიკატორ
CAUCASCERT LLC-Green Caucasus-თან (თბილისი) თანამშრომლობით.
ტრენინიგის პროგრამის შემუშავება ქვევრში ღვინის ტრადიციული დაყენებისათვის “ქვევრის ღვინის სტანდარტის” შესაბამისად, რომელიც განკუთვნილი იქნება ქართველი და უცხოელი მეღვინეებისათვის.
მექვევრეობის განვითარება
მექვევრეობის აღდგენისა და განვითარების მიზნით ქვევრების დამამზადებელი სახელოსნოს დაფუძნება. ყოველწლიური სატრენინგო პროგრამა მექვევრეობის შესწავლის მსურველთათვის.
ბიომრავალფეროვნება
ქართული ყურძნის უნიკალური და გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ჯიშებისათვის სოფ. ბაკურციხეში არსებული სანერგეს გაფართოება. 2013 წელს პირველად იქნა ვინიფიცირებული 8 ჯიშის ყურძენი. 2014 წელს
იშვიათი ჯიშების გაშენება ახალ ფართობზე (ნ.ბ.). ქვევრის ღვინის ტრადიციის გაცოცხლება მევენახეობის ისტორიულ მხარეებში, ამ მიზნით ტერუარების შერჩევა.
ღვინის ტურიზმი
2011 წლიდან მკვეთრად გაიზარდა მეღვინეთა და დაინტერესებულ პირთა, განსკუთრებით უცხოელ სტუმართა რიცხვი. ასოციაცია დახმარებას გაუწევს თავის წევრებს სტუმრების მისაღები და ღამისსათევი ოთახების
მოწყობაში.
სამეურნეო საქმიანობისათვის ხელშეწყობა და საზოგადოებასთან მუშაობა
სპეციალური სატრენინგო პროგრამების მომზადება მათთვის, ვინც მევენახეობის ისტორიული მხარეებიდან არიან და დახმარების გაწევა განაცხადის შემომტანთათვის იმ მცირე აღჭურვილობის შეძენაში, რომელიც მათ
ქვევრის ღვინის დაყენებისათვის ესაჭიროებათ, ასევე- ქვევრის ღვინის რეალიზაციაში.
ღვინის რეალიზაცია, დეგუსტაცია და ახალი წევრების მოზიდვა ასოციაციის ღვინის სარდაფსა და რესტორანში-
“Vino
Underground” -თბილისში.
“ქვევრის ღვინის სტანდარტის” პრეზენტაცია სპეციალურ ბაზრობებსა და გამოფენებზე, უცხოელი წევრების მოზიდვა და ქვევრის ღვინის რეალიზაცია.